ძალაუფლებისადმი
საჯაროობის მინიჭება და
ქარიზმატულობა ძველ სამყაროში
PR-ი, როგორც საზოგადოების განვითარების ბუნებრივი ელემენტი, თან გასდევს კაცობროიობის მთელ ისტორიას. პრიმიტიულ საზოგადოებაშიც კი, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში გარკვეული დონის თანხმობისთვის უნდა მიეღწიათ. აქედან გამომდინარე, მათ, თუნდაც ჩანასახოვანი ფორმით, უნდა ჰქონოდათ ურთიერთდარწმუნების გარკვეული უნარ-ჩვევები.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობები, მიუხედავად იმისა რომელ ფორმაციასთან გვაქვს საქმე, იერარქიულობით ხასიათდება. ყველა ეპოქაში, საზოგადოების დომინირებული ფენებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას, ამ იერარქიულობის შენარჩუნება და განმტკიცება წარმოადგენდა. პრიმიტიული საზოგადოებების მმართველ კასტებს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, უხდებოდათ მათთვის სასურველი პრინციპების დამკვიდრება და დაცვა. მოგვიანებით, ძალისმიერი მეთოდების პარალელურად, დაიწო უფრო დახვეწილი და ეფექტური ფორმების გამოყენება.
ადამიანთა ფართო მასების კონტროლისათვის „ელიტებმა“ სულ უფრო და უფრო ხშირად დაიწყეს ზებუნებრივი ძალებისა და მათი ღვთაებრივი ნებით აპელირება. დაიწყო ლეგენდებისა და ისტორიების შექმნა, რომლებიც მმართველი კასტების ღვთაებრივ წარმოშობასა და მათ მიმართ მორჩილებას ქადაგებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამგვარად, კაცობრიობის გარიჟრაზე საფუძველი ჩაეყარა ადამიანებზე ზემოქმედების ინფორმაციულ მეთოდებს.
უძველესი კედლის ნახატები, შამანის რიტუალური როკვა, სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, ბელადის მიერ წარმოთქმული სიტყვა ტომის წინაშე, აკლდამები, პირამიდები და ა.შ. სოციალური კომუნიკაციის გარკვეულ ფორმებს წარმოადგენენ. ისინი თანამედროვე PR-ის შორეულ ნაირსახეობას წარმოადგენენ.
მიქერინის, ხეფრენისა და ხეოფსის
პირამიდები გიზაში
ტეოტიუკანის მზის პირანიდა
მექსიკაში
აფრიკელი შამანები
იგივე შეიძლება ითქვას მსოფლიოს ძირითადი რელიგიური მიმართულებების წმინდა წიგნებზეც:
„...წმინდა წიგნები ამა თუ იმ ფორმით შეიცავენ საზოგადოებსთან ურთიერთობის ელემენტებს. სწორედ ამ გზით ახდენდნენ უძველესი გადამწერები რელიგიური შეხედულებების გავრცელებას და ცდილობდნენ ფართო მასებისთვის ხმა მიეწვდინათ საკუთარი რწმენის მისი მნიშვნელობის შესახებ. კომუნიკაციის ეს ტიპი კიდევ უფრო ძველია, ვიდრე პირველი ბერძნული ან რომაული სარეკლამო განცხადებები, რომლებმაც ფრაგმენტულად (ნაწყვეტების სახით) მოაღწიეს ჩვენამდე, როგორც ცნობებმა მონების გაყიდვის ან კოლიზეუმში გასამართი სანახაობების შესახებ“ (Frank Jefkins - Public Relations. FT Prentice Hall Pub., 5 edition, 1998).
თანამედროვე მეთოდებს საოცარი ისტორიული ანალოგები აქვს. მაგალითისთვის ავიღოთ ბრენდინგი, როგორც კომუნიკაციის ფორმა. ლოგოტიპი, გამოყენებული ფერთა გამა, მათი განლაგება ერთმანეთთან მიმართებაში და ა.შ. გარკვეული ინფორმაციის მატარებელია და კომუნიკაციის პროცესს წარმოადგენს. წარმოუდგენელია ვინმეს სტადიონზე ერთმანეთში აერიოს „რეალის“, „ბარსელონას“ და „ბაიერნის“ გულშემატკივარი. ან აეროპორტში რომელიმე მგზავრს შეეშალოს რომელია Lufthansa-ს, British Airways-ის ან Air France-ის ლაინერი, ბორტგამცილებელი, პილოტი, ავიოკომპანიის მგზავრთა რეგისტრაციის ადგილი და ა.შ. ყველა ავიაკომპანიას მკვეთრად გამოხატული და ადვილად აღქმადი საფირმო სტილი აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი თანამშრომლების ჩაცმულობის, ატრიბუტიკის, ლოგოტიპისა და ეკიპაჟის წევრების უნიფორმის სახით.
სწორედ ასეთი უნდა იყოს კომუნიკაცია, რათა ადვილად აღვიქვათ და სწრაფად მივხვდეთ ვისთან გვაქვს საქმე. კომუნიკაციის ეს ხერხი, რომელიც საფირმო სტილს უკავშირდება სულაც არ არის თანამედროვე იდეა.
მრავალი საუკუნის წინ, როდესაც ფინიკიელები და ვიკინგები ახალი მიწების აღმოსაჩენად და დასაბყრობად მიემგზავრებოდნენ, ისინი საკუთარი გემების იალქნებს ცხოველების და ფრინველების გამოსახულებებით ამკობდნენ.
ვიკინგების გემი
ფინიკიელთა გემი
ან კიდევ, იმ პერიოდში, როდესაც საბრძოლვევლად მიმავალ არმიას ტრადიციულად წინ მეფე მიუძღვოდა მის ფარს ექსკლუზიური, სამეფო ემბლემა ამშვენებდა. ასე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ზოგიერთ ხერხს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ხოლო თავად საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც მოვლენა ისეთივე ძველია, როგორც თვით ცივილიზიცაია. საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩანასახოვან ფორმებს ვხვდებით ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში, შუმერებში, აცტეკებში, მაიას ტომებში და ა.შ.
ანრი II დე ვალუას ფარი
მეფე ართურის ფარი
კარლ V ჰაბსბურგის ფარი

მიქერინის, ხეფრენისა და ხეოფსის პირამიდები გიზაში |
ტეოტიუკანის მზის პირანიდა მექსიკაში |
აფრიკელი შამანები |
იგივე შეიძლება ითქვას მსოფლიოს ძირითადი რელიგიური მიმართულებების წმინდა წიგნებზეც:
„...წმინდა წიგნები ამა თუ იმ ფორმით შეიცავენ საზოგადოებსთან ურთიერთობის ელემენტებს. სწორედ ამ გზით ახდენდნენ უძველესი გადამწერები რელიგიური შეხედულებების გავრცელებას და ცდილობდნენ ფართო მასებისთვის ხმა მიეწვდინათ საკუთარი რწმენის მისი მნიშვნელობის შესახებ. კომუნიკაციის ეს ტიპი კიდევ უფრო ძველია, ვიდრე პირველი ბერძნული ან რომაული სარეკლამო განცხადებები, რომლებმაც ფრაგმენტულად (ნაწყვეტების სახით) მოაღწიეს ჩვენამდე, როგორც ცნობებმა მონების გაყიდვის ან კოლიზეუმში გასამართი სანახაობების შესახებ“ (Frank Jefkins - Public Relations. FT Prentice Hall Pub., 5 edition, 1998).
თანამედროვე მეთოდებს საოცარი ისტორიული ანალოგები აქვს. მაგალითისთვის ავიღოთ ბრენდინგი, როგორც კომუნიკაციის ფორმა. ლოგოტიპი, გამოყენებული ფერთა გამა, მათი განლაგება ერთმანეთთან მიმართებაში და ა.შ. გარკვეული ინფორმაციის მატარებელია და კომუნიკაციის პროცესს წარმოადგენს. წარმოუდგენელია ვინმეს სტადიონზე ერთმანეთში აერიოს „რეალის“, „ბარსელონას“ და „ბაიერნის“ გულშემატკივარი. ან აეროპორტში რომელიმე მგზავრს შეეშალოს რომელია Lufthansa-ს, British Airways-ის ან Air France-ის ლაინერი, ბორტგამცილებელი, პილოტი, ავიოკომპანიის მგზავრთა რეგისტრაციის ადგილი და ა.შ. ყველა ავიაკომპანიას მკვეთრად გამოხატული და ადვილად აღქმადი საფირმო სტილი აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი თანამშრომლების ჩაცმულობის, ატრიბუტიკის, ლოგოტიპისა და ეკიპაჟის წევრების უნიფორმის სახით.
სწორედ ასეთი უნდა იყოს კომუნიკაცია, რათა ადვილად აღვიქვათ და სწრაფად მივხვდეთ ვისთან გვაქვს საქმე. კომუნიკაციის ეს ხერხი, რომელიც საფირმო სტილს უკავშირდება სულაც არ არის თანამედროვე იდეა.
მრავალი საუკუნის წინ, როდესაც ფინიკიელები და ვიკინგები ახალი მიწების აღმოსაჩენად და დასაბყრობად მიემგზავრებოდნენ, ისინი საკუთარი გემების იალქნებს ცხოველების და ფრინველების გამოსახულებებით ამკობდნენ.
ვიკინგების გემი |
ფინიკიელთა გემი |
ან კიდევ, იმ პერიოდში, როდესაც საბრძოლვევლად მიმავალ არმიას ტრადიციულად წინ მეფე მიუძღვოდა მის ფარს ექსკლუზიური, სამეფო ემბლემა ამშვენებდა. ასე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ზოგიერთ ხერხს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ხოლო თავად საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც მოვლენა ისეთივე ძველია, როგორც თვით ცივილიზიცაია. საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩანასახოვან ფორმებს ვხვდებით ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში, შუმერებში, აცტეკებში, მაიას ტომებში და ა.შ.
ანრი II დე ვალუას ფარი |
მეფე ართურის ფარი
|
კარლ V ჰაბსბურგის ფარი |
ძალაუფლებისადმი საჯაროობის მინიჭება და ქარიზმატულობა
მე-20 საუკუნის
გარნიზონულ სახელმწიფოებში
თუ ძველ სამყაროში გრანდიოზული ნაგეგებობების, როგორც სოციალური კომუნიკაციის ფორმის ძირითად ვექტორს, უმაღლესი ხელისუფალისათვის ღვთაებრივი ძალაუფლების მინიჭება წარმოადგენდა, XX საუკუნეში მან პროპაგანდისტული დატვირთვა მიიღო.
1937 წელს ელიტების შესწავლის პროცესში
იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰაროლდ დუაიტ ლასუელმა შემოიტანა “გარნიზონის
სახელმწიფოს” ცნება (Harold D. Lasswell -
The Garrison State. The American Journal of Sociology, Vol. 46, N 4. Jan.
1941. pp. 455-468).
ეს ისეთი სახელმწიფო და
საზოგადოებაა, სადაც ყველაზე გავლენიან,
დომინატ ჯგუფს ძალადობის
განხორციელების სპეციალისტები წარმოადგენენ. ისინი ძალაუფლების
განხორციელების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიურ და ტექნიკურ საშუალებებს
იყენებენ. ასეთი ელიტები,
როგორც წესი ავტორიტარულ და
დიქტატორულ რეჟიმებს აყალიბებენ, რადგან მართვის ამგვარი ფორმები მაქსიმალურად
აკმაყოფილებენ მათ ინტერესებს.
ამ ახლი ტიპის პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის, ისევე როგორც ძველი სამყაროს "ელიტებისათვის", პრინციპულ საკითხს წარმოადგენდა მათ მიმართ მოსახლეობის ავტორიტარულ-კონფორმისტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველაზე ხშირად აპელირება ხელისუფლების ქარიზმატულობასა და მისი მნიშვნელობის ჰიპერტროფირებულ წარმოჩენაზე კეთდებოდა. მოსახლეობის ფართო მასები დარწმუნებული უნდა ყოფილიყო იმაში, რომ მათი ლიდერები იმდენად ბუმბერაზი პიროვნებები არიან, რომ მათ, როგორც წინამძროლებს და იმ ბედნიერი მომავლის შენების დოქტრინებს, რომლებზეც ისინი ქადაგებენ ბრმად შეიძლება გაჰყვეს საზოგადოება.
პოლიტიკური ლიდერების და მათი იდეების განსადიდებლად მე-20 სუკუნის დასაწყისიდან სათავეს იღებს ე.წ. მონუმენტალისტური პროპაგანდა, რომელსაც განსაკუთრებული აქცენტი გადააქვს ზემოქმედების ვიზუალურ ასპექტებზე.

1918 წლის 18 აპრილს რუსეთის (რსფსრ) სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტით დაიწო ლენინის მიერ ინიცირებული მონუმენტალური პროპაგანდის იდეის რეალიზაცია. გეგმა მიზნად ისახავდა მეფის რუსეთისა და რუსეთის იმპერიის დროს დადგმული ძეგლებისა და მონუმენტების დემონტაჟს და მათ ნაცვლად სოციალისტური რევოლუციის პროპაგანდისთვის საჭირო არქიტექტურული პროექტების დამუშავებასა და ინსტალაციას. დეკრეტის მიღებისთანავე ბოლშევიკებმა მყისიერად დაიწყეს ძველი არქიტექტურული ძეგლების დემონტაჟი და მათი ახალი, მონუმენტალური პროპაგანდის ნიმუშებით ჩანაცვლება.
1918 წლის მაისში ფრანგი მეწარმის ჟიულ გუჟონის მოსკოვის მეტალურგიული ქარხნის (მოგვიანებით, ექსპროპრიაციის შემდგომ ქარხანას "ნამგალი და ურო" ეწოდა) მუშებმა მოსკოვის ტვერის მოედანზე თვითნებურად დაშალეს 1912 წელს გენერალ-ადიუტანტის სკობელევის მონუმენტი, რომლის ადგილას ხუთ თვეში აღიმართა საბჭოთა კონსტიტუციისადმი მიძღვნილი 25 მეტრიანი ობელისკი.
მონუმენტალისტური პროპაგანდის კიდევ ერთი ნიმუში 1918 წლის 7 ნოემბერს მოსკოვში, რევოლუციის მოედანზე, გაიხსნა. კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მონუმენტი თავად ბოლშევილების ბელადმა ვლადიმერ ლენინმა გახსნა.

გენერალ-ადიუტანტის სკობელევის მონუმენტი (მოსკოვი, ტვერის მოედანი) |
საბჭოთა კონსტიტუციის ობელისკი (მოსკოვი, ტვერის მოედანი) |
მონუმენტალისტური პროპაგანდის კიდევ ერთი ნიმუში 1918 წლის 7 ნოემბერს მოსკოვში, რევოლუციის მოედანზე, გაიხსნა. კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მონუმენტი თავად ბოლშევილების ბელადმა ვლადიმერ ლენინმა გახსნა.
მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან გარნიზონის ტიპის დიქტატურულმა სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით ფაშისტურმა გერმანიამ და იტალიამ, წარმატებით აითვისეს ლენინის მონუმენტალური პროპაგანდის მეთოდები და დაიწყეს მათი საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება.
მესამე რაიხი
ადოლფ ჰიტლერი და ალბერტ შპეერი |
28 წლის, ახალგაზრდა, ენერგიული არქიტექტორის ორგანიზაციულმა ნიჭმა რაიხსკანცლერის ყურადღება მიიქცია.
1934 წელს, პაულ ლუდვიგ ტროოსტის გარდაცვალების შემდეგ, გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის (NSDAP) მთავარი არქიტექტორის პოსტი ალბერტ შპეერმა ჩაიბარა. ძალიან ჩქარა შპეერი ადოლფ ჰიტლერის ფავორიტი და მისმი პირადი არქიტექტორი გახდა.
მთავარი არქიტექტორის რანგში შპეერმა არნახული მასშტაბების მშენებლობები დაიწყო ნიურნბერგში. 1938-1939 წელს მან დაამუშავა ბერლინის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა, რომელიც მიხედვითაც ბერლინი უნდა გამხდარიყო ახალი სამყაროს დედაქალაქი მონუმენტალური არქიტექტურის სტილში.
ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ყრილობათა
დარბაზი ნიურნბერგში
|
ჰიტლერი ინსპექტირებას უკეთებს მშენებლობას
1935-1937 წლებში შპეერის პროექტით და უშუალო ხელმძღვანელობით ნიურნბერგში აშენდა ცეპელინის მოედანი და ტრიბუნა. ეს იყო 13 ჰექტარზე (დაახლოებით 12 ფეხბურთის მოედანი) ტრიბუნებით გარშემორტყმულია ნაცისტური ღონისძიებების ჩატარების ადგილი. მთავრი ტრიბუნა გაკეთებული იყო
სახელი მოედანს გრაფ ფერდინად
ფონ ცეპელინის საპატივცემულოდ ეწოდა,
რომელიც 1909 წელს ამ
მოედანზე თავისი დირიჟაბლით (Zeppelin LZ 6) დაეშვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий