ძალაუფლების განმტკიცებისა და თეოკრატული პრეტენზიების დასაბუთების მიზნით ვატიკანი ყალბი ლეგენდების და დოკუმენტების შექმნასაც კი არ თაკილობდა. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს ე.წ. “კონსტანტინეს ნაბოძები” (Constitutum domini Constantini imperatoris) წარმოადგენს. სავარაუდოდ დოკუმენტი რომის პაპის სტეფანე II-ის მიერ (ან მისი დავალებით) არის შექმნილი, ვატიკანის მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით.
751 წელს ლანგობარდების (გერმანული ტომები) ხელმწიფე აისტულფი შტურმით იღებს აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ბიზანტიის იმპერიის პროვინციას, და მის ფორპოსტს იტალიაში, რავენის საეგზარქოსოს (Exarchate of Ravenna), ლანგობარდებს უქვემდებარებს (Mark Whittow - The Making of Byzantium, 600-1025. University of California Press, 1996. Page 304).
რავენას დაცემის შემდეგ მთელი იტალია პრაქტიკულად ლანგობარდების ხელში გადავიდა. ისინი აკონტროლებენ უმნიშვნელოვანეს პროვინციებს (ტოსკანა, სპოლეტო, ფრიული, ბენევენტო) და უმთავრეს ქალაქებს (მილანი, პავია, ჯენოვა, რავენა, პერუჯა, ტარანტო). პონტიფიკოსის იურისდიქციამხოლოდ რომის ოლქზე, რამოდენიმე პროვინციასა და ქალაქზე ვრცელდება (კალაბრია, სიცილია, სარდინია, ვენეცია, ნეაპოლი).
ვატიკანი სრული კრახის წინაშე აღმოჩნდა. ლანგობარდები რომის დასალაშქრად ემზადებიან. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე V აღმოსავლეთში არაბებისა და ბულგარელების წინააღმდეგ ბრძოლებშია ჩაბმული და რომის დასაცავად ან დასახმარებლად არც დრო აქვს და არც სათანადო ძალები გააჩნია. პაპი არმიის გარეშეა დარჩენილი.
პიპინ III |
750 წელს პიპინ მოკლემ რომის პაპთან ზაქარიასთან ორი ელჩი გააგზავნა, რომლებმაც პონტიფიკს მაჟორდომის შემდეგი შინაარსის წერილი მიართვეს: "რამდენად ბრძნულია გყავდეთ მეფე, რომელიც არ ფლობს ძალაუფლებას?" პონტიფიკმა უპასუხა: "უმჯობესია იყოს ისეთი მეფე, რომელსაც შეუძლია მართოს ქვეყანა. სამოციქულო უფლებამოსილებით მე მსურს, რომ თქვენ კურთხეულ იყოთ ფრანკთა ხელმწიფედ" (Encyclopædia Britannica, Pippin III, Backgroundand kingship).
751 წელს სუასონში (ქალაქი პარიზის მახლობლად) პიპინ მოკლე ფრანკთა საერთო კრებას იწვევს, რომელზეც მაინცის არქიეპისკოპოსი ბონიფაცი მას მეფედ აკურთხებს. ყოფილ მონარქს, ხილდერიკ III-ს მონასტერში განკვეთენ.
752 წელს პაპი ზაქარია გარდაიცვალა. იმავე წელს 26 მარტს ვატიკანის ტახტს პაპი სტეფანე II იკავებს.
მიუხედაქვად იმისა, პიპინ მოკლეს ფრანკთა სამეფოში კონკურენტი აღარ ჰყავს და მთელი ძალაუფლება ხელთ უბყრია, მას საკუთარი დინასტიის, კაროლინგების მემკვიდრეობითი უფლებების განმტკიცება ესაჭიროება.
რომის პაპმა შესანიშნავად იცის პიპინ მოკლეს დინასტიური ინტერესების შესახებ და ამ მოტივის საკუთარი ინტერესების გამოსაყენებლად სათანადო გეგმას ამუშავებს. გეგმის მიხედვით პაპი ფრანკთა მეფეს უნდა ეახლოს და დახმარება სთხოვოს ლანგობარდების მიერ დაბყრობილი ტერიტორიების დაბრუნებაში. სანაცვლოდ კი თავად, როგორც რომის პაპი განმეორებით აკურთხებს პიპინ III-ს და ღვთის სახელით ფრანკთა მეფის ტიტულს მიანიჭებს. მეფის კურთხევის გარდა პაპი მირონს სცებს მის შვილებს, როგორც ტახტის მემკვიდრეებს რითაც საფუძველს ჩაუყრის ახალ სამეფო და საიმპერატორო დინასტიას (კაროლინგების დინასტია).
753 წილის მიწურულს რომის პაპი სტეფანე II, ოცი პრელატის თანხლებით, ჩრდილოეთით, ფრანკთა მეფესთან, პიპინ მოკლესთან მოსალაპარაკებლად მიემგზავრება.
754 წლის 6 იანვარს პიპინ მოკლე კაროლინგების ბასტიონიდან, პონთიონის სასახლიდან სამი მილის მოშორებით თავად ხვდება სტეფანე მეორეს, ცხენიდან ჩამოქვეითდება, პაპის წინაშე მუხლს მოიდრეკს. შემდგომ წამოდგება, პონტიფიკის ცხენის სადავეს ხელთ აიღებს და ცოტა ხნით როგორც მეჯინიბე ისე ატარებს მას.
Комментариев нет:
Отправить комментарий