ასწლიანი ომის მიზეზები
ასწლიანი ომის თავდაპირველ სათავედ XI საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებულ
მოვლენებს ასახელებენ. 1066 წელს ფრანგმა ფეოდალმა, ნორმანდიის ჰერცოგმა, უილიამ I-მა,
მეტსახელად დამპყრობელმა (მისი მეორე მეტსხელი იყო - უილიამ ნაბიჭვარი) ლა მანში გადაცურა და ინგლისი დალაშქრა. ნორმანდიელმა ჰერცოგმა, ჰასტინგსთან გამართული ათ
საათიანი ბრძოლის შემდეგ, მიწასთან გაასწორა ბრიტანელთა არმია, რომელსაც ინგლისის უკანასკნელი
ანგლო-საქსონი ხელმწიფე ჰაროლდ გოდვინსონი (იგივე ჰაროლდ II) მეთაურობდა. რამოდენიმე
ათას ბრიტანელ მეომართან ერთად ბრძოლის ველზე
დაეცა ინგლისის მეფე და მისი ორი ძმა (გირტი და
ლეოფვინი).
ჰაროლდ გოდვინსონი |
უილიამ I დამპყრობელი |
ჰასტინგსის ბრძოლა |
ანგლო-საქსონებზე გამარჯვების შემდეგ ნორმანდიის ჰერცოგი ბრიტანეთის ხელმწიფე ხდება და ნორმანთა დინასტიას აარსებს. პირველი ფრანგულ-ნორმანდიული წარმოშობის სამეფო დინასტია და მისი მეთაური, რომელსაც მჭიდრო ნათესაური კავშრები გააჩნდა საფრანგეთის ტახტთან, ერთი მხრივ ინგლისის უზენაესი მმართველი იყო, ხოლო მეორე მხრივ საფრანგეთის მეფის მიმართ ვასალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, როგორც ფრანგი ფეოდალი, საფრანგეთის ერთ-ერთი მიწის, ნორმანდიის ჰერცოგი.
XII საუკუნეში ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორისდინასტიური კავშირები კიდევ უფრო
მეტად გადაიხლართა.
ინგლისის მეფის კუთვნილი მიწა საფრანგეთში (1166 წ.) |
აბატი სიუჟერი |
ლუი VI სქელი |
ალიენორა აკვიტანიელი უმდიდრესი ფრანგი ფეოდალის, აკვიტანიის ჰერცოგის გიომ X-ის (იმავდროულად გასკონიის ჰერცოგი და პუატუს გრაფი) ერთადერთი მემკვიდრე იყო. ამ ქორწინების შედეგად სამხრეთ დასავლეთი საფრანგეთის უმდიდრესი პროვინცია და მისი ადმინისტრაციული ცენტრი ბორდო სამეფო დომენს უერთდებოდა. იმდროინდელი აკვიტანია კი განთქმული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციით. ღვინის წარმოებით, თევზჭერით, საიუველირო ნაკეთობებით. აკვიტანიის გარდა, ამ დინასტიური ქორწინების შედეგად, სამეფო სახლის კონტროლის ქვეშ ხვდებოდა გასკონიის საჰერცოგო და პუატუს საგრაფო. აბატ სიუჟერის წინადადება სრულად ჯდებოდა ლუი VI -ის მიერ წარმოებული სამეფო დომენის გაფართოვების კონცეფციაში და მეფემ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
ალიენორა აკვიტანიელი |
ლუი VII |
1137 წელს პრინცმა ლუიმ და ჰერცოგინია ალიენორამ ბორდოში,
წმინდა ანდრიას ტაძარში იქორწინეს. პრინც ლუის ბორდოში ხუთასკაციანი ამალა ახლდა თან, რომელთა შორის იყვნენ სახელგანთქმული რაინდები, სამეფო კარის დიდებულები, სენიორები და სამღვდელოების წარმომადგენლები. პარიზიდან წარგზავნილ დელეგაციას სამეფო კარის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, აბატი სიუჟერი მეთაურობდა (თავად ლუი VII ავადმყოფობის გამო ბორდოში ვერ გაემგზავრა).
საზეიმო ნადიმი ჰერცოგინია აკვიტანიელის საგვარეულო - ომბრიერის სასახლეში გაიმართა. სადღესასწაულო ცერემონიალამა რამოდენიმე დღის შემდეგ ბორდოდან პუატიეში გადაინაცვლა. სწორედ პუატიეში, დღესასწაულის დროს აცნობებენ აბატ სიუჟერის, რომ პარიზიდან გამოგზავნილმა შიკრიკმა მეფის გარდაცვალების ამბავი მოიტანა. ინფორმაციის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ აბატი მოკრძალებით მივივა პრინცთან, მუხლს მოიდრეკს მის წინაშე და აცნობებს, რომ ის საფრანგეთის ხელმწიფე გახდა (Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.26).
საზეიმო ნადიმი ჰერცოგინია აკვიტანიელის საგვარეულო - ომბრიერის სასახლეში გაიმართა. სადღესასწაულო ცერემონიალამა რამოდენიმე დღის შემდეგ ბორდოდან პუატიეში გადაინაცვლა. სწორედ პუატიეში, დღესასწაულის დროს აცნობებენ აბატ სიუჟერის, რომ პარიზიდან გამოგზავნილმა შიკრიკმა მეფის გარდაცვალების ამბავი მოიტანა. ინფორმაციის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ აბატი მოკრძალებით მივივა პრინცთან, მუხლს მოიდრეკს მის წინაშე და აცნობებს, რომ ის საფრანგეთის ხელმწიფე გახდა (Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.26).
ლუი VI-ის გარდაცვალებიდან
სამი თვის თავზე პრინცი ლუის კორონაცია გაიმართა. ხელმწიფის კურთხევა და მირონცხება ტრადიციულად რეიმსის ტაძარში ჩატარდა. საფრანგეთის ახალმა მეფემ ლუი VII-ის სახელი მიიღო. მის მეუღლეს, ალიენორა აკვიტანიელს კი ავტომატურად საფრანგეთის დედოფალის გვირგვინი დაადგეს.
1146 წლს, აღგომის დღესასწაულზე, წმინდა მარია მაგდალინელის ბაზელიკაში
(ვეზლეს სააბატო), შეკრებილ სენიორებს კლერვოელმა აბატმა
ბერნარდმა ქადაგებაში ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა,
ხოლო იქ მყოფ საფრანგეთის მეფეს ლუი VII-ს წმინდა
ომში ფრანგი ჯვაროსნების წინამძროლად აკურთხა და ჯვარი გადასცა.
ჯვაროსნულ ომში მეფეს დედოფალიც ახლდა, რომელიც თითქმის იერუსალიმის კედლებამდე,
აკრამდე ჩავიდა (Christopher Tyerman - God's War: A New History of the Crusades. Cambridge. MA and London: The Belknap Press of Harvard
University Press, 2006).
დედოფლის აღმოსავლურ ვოიაჟს მრავალი ლეგენდა და ჭორი
ახლდა თან. ზოგის მიხედვით ევროპის პირველი ლამაზმანი, დროდადრო, ამორძალის (ამაზონის) ტანსაცმელში გამოწყობილი ჯვაროსნების
არმიის წინ მიაჭენებდა ცხენს, რასაც თავად ალიენორა იმით ხსნიდა, რომ მას სურდა მეომართა
შთაგონების წყარო გამხდარიყო, რითაც მათ საბრძოლო სულისკვეთებას აამაღლებდა.
ამბობდნენ იმასაც, რომ თავნება დედოფალი ვერ მალავდა
არაგულგრილ დამოკიდებულებას ახალგაზრდა, დიდგვაროვანი
რაინდების მიმართ და მათთან ფლირტიც კი ჰქონდა, რაც ბუნებრივია მეუღლის გულისწყრომას
იწვევდა.
განსაკუთრებით მძიმე კი ლუი
VII-სათვის იყო ხმები, რომლის თანახმადაც ალიენორა შეყვარებული იყო საკუთარ
ბიძაზე ანტიოქიის პრინცზე, გრაფ რაიმონდ დე პუატიეზე, რაც საფრანგეთის სამეფო კარზე
დიდ მითქმა-მოთქმასა და ხელმწიფის მისამართით ქილიკის საბაბს წარმოადგენდა (Жан Фавье - Столетняя война. М.: Евразия, 2009, გვ. 9).
ალიენორა აკვიტანიელის და მისი ბიძის გრაფ რაიმონდ დე პუატიეს სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს ჯვაროსნული ლაშქრობების მემეტიანე და იერუსალიმის ხელმწიფის ბოდუენ IV კეთროვანის მასწავლებელი, გიომ ტვიროსელი (რეჟინ პერნუს მიხედვით: Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.75).
ალიენორა აკვიტანიელის და მისი ბიძის გრაფ რაიმონდ დე პუატიეს სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს ჯვაროსნული ლაშქრობების მემეტიანე და იერუსალიმის ხელმწიფის ბოდუენ IV კეთროვანის მასწავლებელი, გიომ ტვიროსელი (რეჟინ პერნუს მიხედვით: Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.75).
არავინ იცის რამდენად შეესაბამება ეს ხმები სინამდვილეს, მაგრამ ფაქტია,
რომ ხელმწიფესა და დედოფალს შორის ურთიერთობები სწორედ ჯვაროსნული ომის პერიოდში გაცივდა.
1148 წლის გაზაფხულის დასაწყისში ლუი VII და მისი მეუღლე ანტიოქიის სამთავროში ჩავიდნენ.
იმ დროისთვის ანტიოქიას ალიენორა აკვიტანიელის
ბიძა რაომუნდ დე პუატიე მართავდა. საფრანგეთის მეფემ და დედოფალმა ანტიოქიაში სულ
ათი დღე დაჰყვეს.
რაიმონდ დე პუატიე და ლუი VII ანტიოქიაში (XV ს. მანუსკრიპტი) |
ფრანგთა მეფის ანტიოქიაში ჩასვლისადმი მიძღვნილი რამოდენიმე დღიანი ზეიმის
შემდეგ ჯვაროსანთა სარდლობა სამხედრო კამპანიის განსახილველად შეიკრიბა. რაიმონდ დე
პუატიეს ნათელად ჩამოყალიბებული გეგმა ჰქონდა, რომლის მთავარ მიზანს ედესის სამთავროს
დაბრუნება წარმოადგენდა, რომელიც ჯვაროსნებმა
1144 წელს დაკარგეს.
ედესი, როგორც თურქ-სელჩუკთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი
მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა ანტიოქიისათვის. რაიმონდ დე პუატიეს გეგმით ლუი VII-ის, წმინდა რომის იმპერიის იმპერატორ კონრად III-ის და რაიმონდ დე პუატიეს გაერთიანებულ
ძალებს იერიში უნდა მიეტანა ედესზე, რომლის აღების შემდეგ ჯვაროსნები თურქ-სელჩუკთა
კიდევ ორ ციხესიმაგრეს ალეპოს და ჰამას დალაშქრავდნენ.
ეს ციხესიმაგრეები სელჩუკთა სახელოვანი მხედართმთავარის, ჰალბის (იგივე ალეპო) ათაბაგის, ზანგიდების დინასტიის წარმომადგენელის, ნურ-ად-დინ მაჰმუდის ციტადელებს წარმოადგენდა. ერთ მშვენიერ დღეს ნურ-ად-დინს დამასკოს სუსტი მმართველი დინასტია რომ ჩამოეგდო, და მისი კონტროლიც საკუთარ ხელში აეღო (რაც საბოლოოდ კიდეც მოხდა - ნურ-ად-ინი 1154 წელს დამასკოს ამირა გახდა), ჯვაროსანთა სამხედრო კამპანია უდიდესი საფრთხის ქვეშ დადგებოდა.
ეს ციხესიმაგრეები სელჩუკთა სახელოვანი მხედართმთავარის, ჰალბის (იგივე ალეპო) ათაბაგის, ზანგიდების დინასტიის წარმომადგენელის, ნურ-ად-დინ მაჰმუდის ციტადელებს წარმოადგენდა. ერთ მშვენიერ დღეს ნურ-ად-დინს დამასკოს სუსტი მმართველი დინასტია რომ ჩამოეგდო, და მისი კონტროლიც საკუთარ ხელში აეღო (რაც საბოლოოდ კიდეც მოხდა - ნურ-ად-ინი 1154 წელს დამასკოს ამირა გახდა), ჯვაროსანთა სამხედრო კამპანია უდიდესი საფრთხის ქვეშ დადგებოდა.
რაიმონდ დე პუატიეს სტრატეგიული გეგმა იმდენად ლოგიკური იყო, რომ წესით მას მოწინააღმდეგე არ უნდა ჰყოლოდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ლუი VII-მ უარი თქვა ედესის შტურმზე (არადა მეორე ჯვაროსნული ომი სწორედ ედესის დასაბრუნებლად დაიწყო). ფრანგთა მეფემ განაცხადა, რომ აღთქმა ჰქონდა დადებული, რის გამოც პირველ რიგში ის ვალდებული იყო მთელი თავისი ამალითა და მხედრობით იერუსალიმში მოსალოცად გამგზავრებულიყო (Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.73).
ყოველგვარი რჩევა, არგუმენტი, თხოვნა, ფრანგთა მეფის დასარწმუნებლად, ფუჭი და უსარგებლო გამოდგა. სწორედ ამ დროს ავანსცენაზე საფრანგეთის დედოფალი გამოვიდა. ალიენორა აკვიტანიელი კარგად აცნობიერებდა მისი ბიძის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობას. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ შექმნილ სიტუაციაში და არსებულ ძალთა განაწილების პირობებში ყველაზე კარგად, სწორედ რაიმონდ დე პუატიემ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ ჯვაროსანებს.
1149 წელს ჯვაროსნული ომიდან იტალიის გავლით საფრანგეთში მიმავალი
ლუი VII ტუსკულუმში რომის პაპს, ევგენი III-ს
ესტუმრა და დედოფალთან განქორწინების თაობაზე კურთხევის მიცემა სთხოვა. პონტიფიკოსმა, რამოდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ, გაყრაზე კატეგორიული უარი განაცხადა. უფრო მეტიც, ის შეეცადა მეფე-დედოფლის ურთიერთობები დაეთბო
და დაერეგულირებინა. პაპმა ლუი VII-ს ვალდებულებაც კი ააღებინა, რომ მონარქი ყოველ ღამეს
ალიენორა აკვიტანიელის საძინებელში გაატარებდა. ამ პერიოდში წყვილს მესამე ქალიშვილი
შეეძინა.ყოველგვარი რჩევა, არგუმენტი, თხოვნა, ფრანგთა მეფის დასარწმუნებლად, ფუჭი და უსარგებლო გამოდგა. სწორედ ამ დროს ავანსცენაზე საფრანგეთის დედოფალი გამოვიდა. ალიენორა აკვიტანიელი კარგად აცნობიერებდა მისი ბიძის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობას. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ შექმნილ სიტუაციაში და არსებულ ძალთა განაწილების პირობებში ყველაზე კარგად, სწორედ რაიმონდ დე პუატიემ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ ჯვაროსანებს.
მეფის დასარწმუნებლად რაიმონდი კიდევ ერთხელ შეხვდა ლუი VII-ს ოღონდ ამჯერად ალიენორა აკვიტანიელთად ერთად. დედოფალმა მგზნებარე მხარდაჭერა გამოხატა ბიძის გეგმის მიმართ. ცოტა ხანში მეფე-დედოფლის საუბარი ხმამაღალ ტონში გადაიზარდა, რის შემდეგაც დედოფალმა ლუი VII-ს პირდაპირ განუცხადა, რომ თუ ჯვაროსნები მხარდაჭერას არ აღმოუჩენენ ბიძამისს და მის გეგმას მაშინ ის თავის ვასალებთან ერთად ანტიოქიაში დარჩებოდა.
მეფესა და დედოფალს შორის კამათმა კიდევ უფრო გამძაფრდა, საქმიან ფარგლებს გასცდა და პიროვნული ელფერი შეიძინა. სწორედ ამ დროს ლუი VII ალიენორას დაემუქრა, რომ ისარგებლებს მეუღლის სტატუსით და იძულებით დაატოვებინებს მას ანტიოქიას. საპასუხოდ დედოფალმა მეფეს განსაცვიფრებელი რამ უთხრა: რომ კარგი იქნება კიდევ ერთხელ გადამოწმდეს მეფის, როგირც მეუღლის უფლებები მის მიმართ. რადგან ეკლესიის თვალში მათი ქორწინება უკანონოა იმდენად, რამდენადაც კანონიკური სამართლით მათ ზედმეტად ახლო ნათესაური კავშირი აქვთ.
ამ ინციდენტმა საბოლოო განხეთქილება შეიტანა მეფესა და დედოფალს შორის, რომლებიც თავიდანვე არ იყვნენ ერთმანეთის შესაფერისნი.
ლუი VII ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, რომელსაც თითქმის სამონასტრო განათლება ჰქომდა მიღებული. მართალია მას ნასწავლი ჰქონდა როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა, - აგრეთვე სულიერი მეცნიერებები: გრამატიკა, რიტორიკა და დიალექტიკა, მაგრამ ყველაფერი ეს უკიდურესად გაზავებული იყო თეოლოგიით.
ალიენორა აკვიტანიელს კი უფრო მეტად საერო განათლება ჰქონდა მიღებული. კარგად იცოდა ლათინური. წაკითხული ჰქონდა ძველი რომაელი პოეტის ნაზონის პოემა მსოფლიოს დასაბამიდან მომხდარი მეტამორფოზების შესახებ, რომელიც შუა საუკუნეების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე. რაც შეეხება რელიგიურ ცოდნას ის ორიგინალური წყაროებიდან იღებდა (ბიბლია, წმინდა წერილები და ა.შ.). და რაც ყველაზე მთავარია - ალიენორა გაზრდილი იყო ტუბადურთა მხარეში. მას ბავშვობიდან ესმოდა მათი სიმღერები და ლექსები (Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.28). გარემომ, რომელშიც ალიენორა გაიზარდა განსაკუთრებული როლი ითამაშა მისი, როგორც უფრო თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებეზე.
ლუი VII-ზე ქორწინების შემდეგ პარიზის სამეფო სასახლეში გადასულ ალიენორასთვის სამეფო კარზე მიღებული ცხოვრების წესი მეტად მოსაწყენი და ერთფეროვანი აღმოჩნდა. ახალგაზრდა დედოფალმა, რომელიც ევროპის ულამაზეს ქალბატონად ითვლებოდა, სამეფო კარზე აკვიტანიელი ტრუბადურების, მელექსეების, მხატვრების მოწვევა და სხვადასხვა სახის დისპუტებისა და ტურნირების გამართვა დაიწყო. მეფე, რომელსაც ლამის ბერის ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ამგვარ დისპუტებში მონაწილებისთვის საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა.
ასეა თუ ისე სამეფო წყვილსცოლქმრული დისჰარმონიამ კულმონაციას ანტიოქიაში მიაღწია. ამას ისიც ემატებოდა, რომ 13 წლიანი ქორწინების მიუხედავად ლუი VII-ს ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე არაფრით არ შეეძინა და მან უკვე განქორწინებაზე დაიწყო ფიქრი.ლუი VII-ზე ქორწინების შემდეგ პარიზის სამეფო სასახლეში გადასულ ალიენორასთვის სამეფო კარზე მიღებული ცხოვრების წესი მეტად მოსაწყენი და ერთფეროვანი აღმოჩნდა. ახალგაზრდა დედოფალმა, რომელიც ევროპის ულამაზეს ქალბატონად ითვლებოდა, სამეფო კარზე აკვიტანიელი ტრუბადურების, მელექსეების, მხატვრების მოწვევა და სხვადასხვა სახის დისპუტებისა და ტურნირების გამართვა დაიწყო. მეფე, რომელსაც ლამის ბერის ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ამგვარ დისპუტებში მონაწილებისთვის საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა.
1152 წელს საქმეში კლერვოელი აბატი ბერნარდი
ჩაერია. აბატი უდიდესი გავლენით სარგებლობდა
კათოლიკურ სამყაროში. ის პონტიფიკოსის მასწავლებელი, ცისტერციანთა ლიდერი, ტამპლიერების ორდენის წესდების
ავტორი და ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. პაპმა, რომელიც
ასევე ცისტერსიანთა ორდენის წარმომადგენელი იყო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია კლერვოელი
აბატის დაჟინებულ თხოვნას და ლუი VII-ის გაყრას დათანხმდა. განქორწინების ფორმალურ მიზეზად
პონტიფიკოსის მიერ მეფესა და დედოფალს შორის ნათესაური კავშირის აღმოჩენა გამოცხადდა.
თავად ლუი VII კი გაყრის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ 13 წლის განმავლობაში მეუღლემ
მას მემკვიდრე (ვაჟიშვილი) ვერ გაუჩინა.
განქორწინებიდან რამოდენიმე კვირაში ალიეონორა აკვიტანიელმა ანჟუს გრაფზე,
ჰენრიზე იქორწინა, რომელსაც ინგლისის ტახტზე ჰქონდა პრეტენზიები - მისი ბაბუა დედის
მხრიდან ინგლისის მეფე, ნორმანთა დინასტიის წარმომადგენელი ჰენრი I იყო. 1154 წელს ანჟუს გრაფი, რომელსაც საფრანგეთის კიდევ ორი - ტურის და მენის საგრაფოები ეკუთვნოდა, ჰენრი II პლანტაგენეტის სახელით ინგლისის ხელმწიფის
ტახტზე ავიდა.
ინგლისში უკვე მეორედ შეიქმნა ფრანგული წარმოშობის დინასტია - პლანტაგენეტების
სამეფო სახლი. საფრანგეთის ყოფილი დედოფალი ალეონორა აკვიტანიელი კი მეორედ გახდა დედოფალი,
ოღონდ ამჯერად უკვე ინგლისის.
1154 წლისათვის შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: XII საუკუნიდან მოყოლებული
დინასტიური ქორწინებების შედეგად, ყოველგვარი ომების გარეშე, ინგლისის სამეფო სახლის
განკარგულებაში აღმოჩნდა საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი პროვინციები. ჩრდილოეთ საფრანგეთში
ნორმანდია, რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნიდან ინგლისის მმართველი სამეფო დინასტიის საკუთრებას, დომენის ნაწილს წარმოადგენდა. სამხრეთ დასავლეთში - აკვიტანია,
რომელიც ალიენორა აკვიტანიელის საკუთრება იყო.
ცენტრალურ საფრანგეთში - ანჟუ, ტური და მენი, როგორც ჰენრი II -ის (ანჟუს გრაფი) საგვარეულო მიწები. და ბოლოს ჩრდილო
დასავლეთით მდებარე ბრეტანი, რომელიც ინგლისელთა ხელში ჰენრი II-ის ვაჟიშვილის,
ჯოფრის, ბრეტანის ჰერცოგინია კონსტანციაზე დაქორწინების შედეგად აღმოჩნდა.
ბუნებრივია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საფრანგეთის სამეფო
ტახტი უმძიმესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
ქვეყნის
საუკეთესო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის ნახევარი, ინგლისელთა ხელში იყო გადასული.
ფრანგ სენიორთა დიდმა ნაწილმა ვასალური ხელშეკრულება
(ომაჟი) გააფორმა და სუზერენად ინგლისის მეფე აღიარა.
ტერიტორიული და პოლიტიკური პრობლემების გარდა საფრანგეთს სერიოზული ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდა.
მდიდარი ფრანგული პროვინციებიდან თანხები ინგლისში გაედინებოდა. მარტო აკვიტანიიდან, რომელიც მთელ ევროპას საუკეთესო ღვინოებით ამარაგებდა, ინგლისის ტახტი მთელი თავისი შემოსავლების ლამის ნახევარს ღებულობდა. აკვიტანიიდან ღვინის გატანისას ინგლისელები ფრანგებს ორმაგად ბეგრავდნენ. საფრანგეთიდან ღვინის გატანისათვის ფრანგი მეღვინეები პირველ საბაჟო მოსაკრებელს ბორდოში, დაქსში და ბოიონში იხდიდნენ, ხოლო მეორეს დუვრის პორტში (კენტის საგრაფო) ოღონდ ამჯერად უკვე ინგლისში შეტანისათვის. მთელი ეს შემოსავლები კი ინგლისის ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა. ანალოგიურად იბეგრებოდა ფრანგების მიერ წარმოებული ყველა ის პროდუქცია, რომელიც ინგლისის კარის საკუთრებაში მყოფ ფრანგულ მიწებზე იწარმოებოდა.
მხოლოდ ჩამოთვლილი პრობლემები იქნებოდა საკმარისი ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის გასაღვივებლად. თუმცა არსებობდნენ დამატებითი, ადამიანური ფაქტორები, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებდნენ და პრაქტიკულად გარდაუვალს ხდიდნენ საფრანგეთის მიერ ინგლისის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას.
ტერიტორიული და პოლიტიკური პრობლემების გარდა საფრანგეთს სერიოზული ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდა.
მდიდარი ფრანგული პროვინციებიდან თანხები ინგლისში გაედინებოდა. მარტო აკვიტანიიდან, რომელიც მთელ ევროპას საუკეთესო ღვინოებით ამარაგებდა, ინგლისის ტახტი მთელი თავისი შემოსავლების ლამის ნახევარს ღებულობდა. აკვიტანიიდან ღვინის გატანისას ინგლისელები ფრანგებს ორმაგად ბეგრავდნენ. საფრანგეთიდან ღვინის გატანისათვის ფრანგი მეღვინეები პირველ საბაჟო მოსაკრებელს ბორდოში, დაქსში და ბოიონში იხდიდნენ, ხოლო მეორეს დუვრის პორტში (კენტის საგრაფო) ოღონდ ამჯერად უკვე ინგლისში შეტანისათვის. მთელი ეს შემოსავლები კი ინგლისის ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა. ანალოგიურად იბეგრებოდა ფრანგების მიერ წარმოებული ყველა ის პროდუქცია, რომელიც ინგლისის კარის საკუთრებაში მყოფ ფრანგულ მიწებზე იწარმოებოდა.
მხოლოდ ჩამოთვლილი პრობლემები იქნებოდა საკმარისი ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის გასაღვივებლად. თუმცა არსებობდნენ დამატებითი, ადამიანური ფაქტორები, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებდნენ და პრაქტიკულად გარდაუვალს ხდიდნენ საფრანგეთის მიერ ინგლისის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას.
XV საუკუნის დასაწყისში ინგლისელებმა, მეფე ჰენრი V-ის მეთაურობით
საფრანგეთის დიდი ნაწილი დაიკავეს. 1415 წელს აზენკურის
ბრძოლაში ფრანგების სასტიკი მარცხის შემდეგ ჩრდილოეთ საფრანგეთი და პარიზი ინგლისელთა
ხელში გადავიდა.
ინგლისელთა არმია
დაახლოებით 9 000 -10 000
მათ შორის:
ა) 1000-მდე მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი (რაინდი);
ბ) 5000 გრძელი მშვილდით (longbow) შეიარაღებული მშვილდოსანი;
გ) 3000 - 4000 დამხმარე პერსონალი.
სარდლობა
ა) ცენტრი (მთავარი ძალები) - მეფე ჰენრი V და
მისი ძმა ჰემფრი ლანკასტერი (ჰერცოგი გლოსტერი);
ბ) მარჯვენა ფლანგი - ჰერცოგი იორკი;
გ) მარცხენა ფლანგი - ლორდი კომოისი;
დ) მშვილდოსნები - რაინდი თომას ერპინგჰემი (Thomas Erpingham)
დ) არიერგარდი - რიჩარდ დე ვერე (გრაფი ოქსფორდი).
პარიზის დაკარგვის შემდეგ ფრანგებს უმძიმეს საზავო ხელშეკრულებაზე მოუწიათ
ხელის მოწერა, რომელიც ტრუას ხელშეკრულების სახელით არის ცნობილი (The
Treaty of Troyes
, 1420 წლის 21 მაისი).
ამ ხელშეკრულების თანახმად ინგლისის
მეფე ჰენრი V საფრანგეთის რეგენტად გამოცხადდა. ამას გარდა
ტრუას ხელშეკრულების მე-6 მუხლში ჩაიწერა, რომ საფრანგეთის მეფის შარლ VI
გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ხელმწიფის
გვირგვინი სამარადჟამოდ ჰენრი V-ის შვილს და მის შთამომავლებს გადაეცემოდა (http://www.fordham.edu/halsall/source/1420troyes.asp)
შარლ VI შლეგი |
ჰენრი V |
ტრუას ხელშეკრულება |
ჰენრი VI ლანკასტერი |
ჯონ ბოდფორტი |
1422 წლის 31 აგვისტოს ჰენრი V გარდაიცვალა. ინგლისის ტახტი მის ერთადერთ შვილზე, რვა თვის ჰენრი VI-ზე გადავიდა. ლორდებმა ფიცით დაადასტურეს
ტახტის მემკვიდრისადმი ერთგულება. პარლამენტმა
კი რეგენტთა საბჭო შექმნა, რომელიც ხელმწიფის სრულწლოვანებამდე შეასრულებდა მის უფლებამოსილებებს.
მთავარ რეგენტად მცირეწლოვანი მეფის ბიძა ბოდფორტის ჰერცოგი ჯონ ლანკასტერი (John of Lancaster, 1st Duke of Bedford) დაინიშნა.
იმავე წელს გარდაიცვალა მცირეწლოვანი მონარქის ბაბუა (დედის, ეკატერინე
ვალუას მხრიდან), საფრანგეთის მეფე შარლ VI შლეგი და ტრუას ხელშეკრულების თანახმად ჰენრი VI-ს რვა თვის ასაკში უკვე მეორე სახელმწიფოს,
საფრანგეთის ტახტიც ერგო.
1429 წელს უესტმისტერის სააბატოში შვიდი წლის ჰენრი VI ინგლისის, ხოლო 1431 წელს კი, პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში ათი წლის ასაკში საფრანგეთის ხელმწიფედაც
აკურთხეს (http://www.britroyals.com/plantagenet.asp?id=henry6).
ასწლიანი ომის დროინდელი პროპაგანდა
სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ ბრიტანელები აქტიურ პროპაგანდას, რომლის
მიზანს წარმოადგენდა ფრანგების დარწმუნება
იმაში, რომ მცირეწლოვანი ინგლისელი მონარქი სულაც არ იყო მათთვის ინგლისელების მიერ
თავსმოხვეული და რომ მათ საკუთარ ხელმწიფედაც უნდა ეღიარებინათ ჰენრი VI.
ინგლისის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება გაემრავლებინათ და გაევრცელებინათ
ნახატი, რომელზეც გამოსახული იყო, საუკუნე ნახევრის წინ გარდაცვლილი, ფრანგთა მეფე ლუი IX (წმინდა), რომელიც ზეციდან ლოცავდა
ყმაწვილი ხელმწიფის ზეობას (André Marie Gerard - Jeanne la mal Jugee. Published by Bloud
et Gay, Paris, 1964. გვ.18).
Комментариев нет:
Отправить комментарий